ხაზინის ფინანსური მენეჯერი

ვაკანსიის კოდი VC6902
ადგილმდებარეობა ხაზინისა და ფინანსური სერვისის დეპარტამენტი, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 03.12.2021
კატეგორია ფინანსები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
ხაზინისა და ფინანსური სერვისის დეპარტამენტში ვეძებთ,ხაზინის ფინანსურ მენეჯერს:
 
შენ, როგორც ხაზინის ფინანსური ანალიტიკოსი:
  • მეთვალყურეობას გაუწევ ხაზინისა და ფინანსური სერვისების დეპარტამენტის ყოველდღიური ფინანსური აქტივობას;
  • ჩართული იქნები ფინანსური მონაცემების ანალიზსა და ინტერპრეტაციაში;
  • მოამზადებ ფინანსურ და ანალიტიკურ რეპორტებს, ანგარიშგებებს;
  • მოამზადებ და წარადგენ ხაზინისა და ფინანსური სერვისების დეპარტამენტის რეგულარული რეპორტებს, ბიუჯეტს, ფინანსურ დოკუმენტაციას;
  • იმუშავებ სახაზინო ოპერაციების ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკებსა და პროცედურების იმპლემენტაციაზე;
  • უზრუნველყოფ ფინანსური აღრიცხვის რეგულაციებთან შესაბამისობას;
  • შეიმუშავებ ხაზინისა და ფინანსური სერვისების დეპარტამენტისთვის ანალიტიკური რეპორტებსა და მოდელებს.
 
მნიშვნელოვანია გქონდეს/იცოდე:
  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, საბანკო საქმეში ან ეკონომიკაში;
  • ფლობდე ინგლისურ ენას;
  • იცოდე სახაზინო პროდუქტები;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით „Excel”- ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • SQL-ის და ბაზებთან მუშაობის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბანკში მუშაობის მსგავს პოზიციაზე მინიმუმ ორწლიანი  გამოცდილება;
 
პიროვნული თვისებები:
  • განსაკუთრებული ანალიტიკური უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურობა.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი