ბიზნეს ანალიტიკოსი

ვაკანსიის კოდი VC6914
ადგილმდებარეობა კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგისა და დაგროვილი ქონების მართვის სტრატეგიული ფინანსების დეპარტამენტი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 06.12.2021
კატეგორია ფინანსები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 7000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 52%-ს, ხოლო დეპოზიტების 38%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 29%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%. ასევე ლიდერული პოზიციები უჭირავს ბაზარზე თიბისის Wealth Management-ის მიმართულებას დეპოზიტების პორტფელისა და მომხმარებელთა რაოდენობის კუთხით.
 
აღნიშნული წამყვანი ბიზნეს მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის
პოზიციაზე კორპორატიული და საინვესტიციო ბანკინგისა და დაგროვილი ქონების მართვის სტრატეგიული ფინანსების დეპარტამენტში.
 
 
ფუნქცია-მოვალეობები:
 
  • CIB&WM სეგმენტის ყოველთვიური შედეგების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება;
  • დაგეგმილი ფინანსური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება;
  • კორპორატიული კლიენტების ანალიზი და მათი პოტენციალის განსაზღვრა;
  • ანალიტიკური სამუშაოების საფუძველზე პრეზენტაციის მომზადება და გუნდში წარდგენა;
  • კორპორატიული კლიენტების ფინანსური სამოქმედო გეგმის (Action Plan)  მოთხოვნა კორპორატიულ ბანკირებისგან;
  • ანალიტიკური პროგრამის გამართვაში ჩართულობა და მისი ფასილიტაცია ბანკირებთან.
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების/მონაცემთა ანალიტიკის განხრით (სასურველია საბანკო/საფინანსო სფეროში);
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით
  • Excel-ის და Power point-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • SQL-ის და Power BI-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • ინგლისური - ძალიან კარგი.
 
 
უნარები:
 
  • მაღალი მოტივაცია;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ფოკუსირება;
  • მიზანდასახული შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი და დროის მართვა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი