სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი - მერჩანტ ჰაბის გუნდი

ვაკანსიის კოდი VC6938
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 06.12.2021
კატეგორია ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
გადახდების განვითარების ლიგაში, მერჩანტ ჰაბის ეჯაილ გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს / გუნდის კაპიტანს.

შენ იქნები Product Development გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს თიბისი გადახდების ციფრულ განვითარებაზე. იქნები ჩართული პროცესების ანალიზში, ციფრული პროდუქტების განვითარებაში, არსებული თუ პოტენციური ხარვეზების იდენტიფიცირებაში და აღმოფხვრის პროცესებში.
გუნდი მუშაობს ეჯაილ Scrum მიდგომით. შესაძლებლობა გექნება წვლილი შეიტანო ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
 
ვის ვეძებთ:
 
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
  • გიყვარს სისტემების, პროცესების დიზაინი და მათი ანალიზი;
  • გიყვარს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება;
  • მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში;
  • გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
  • გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;
  • გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
 
რას გააკეთებ?
  • მიიღებ მონაწილეობას ახალი იდეები გენერაციაში, თიბისი გადახდების ციფრული სივრცის დეველოპმენტის პროცესში.
  • გააანალიზებ პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობებს;
  • მიიღებ მონაწილეობას მერჩანტ ჰაბის ამოცანების განსაზღვრაში და ჩამოყალიბებაში;
  • შეაგროვებ მოთხოვნებს, გააანალიზებ დოკუმენტებს პროექტში მონაწილე მხარეებისგან ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;
  • უზრუნველყოფ აღმოჩენილი ხარვეზების აღრიცხვას და მათ მოსაგვარებლად საჭირო მოქმედებების დაგეგმვას;
  • შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს პროექტის დაპროგრამების, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში;
  • უზრუნველყოფ პროექტის სრული ციკლის შესრულებას, მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან, საბოლოო ტესტირებამდე და რილიზის დანერგვამდე;
 
კარგი  იქნება რომ გქონდეს:
 
  • გადახდების ბიზნესში მუშაობის გამოცდილება
  • გამოცდილება სისტემების ანალიზის და დანერგვის მიმართულებით
 
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი