სერვის ექსპერტი -SME გადახდების გუნდი

ვაკანსიის კოდი VC6941
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 08.12.2021
კატეგორია ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
გადახდების ლიგაში, SME გადახდების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.

POS ტერმინალები, ელექტონული კომერცია და სხვა ნებისმიერი საგადახდო პროდუქტების განვითარება თიბისი-ში გადახდების ლიგის საზრუნავია. SME გადახდების გუნდი კი SME ბიზნესისთვის მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს და მარტივს გახდის.
ასევე ზრუნავს, ექვაირინგის შემოსავლების მაქსიმიზაციასა და ბაზარზე ბანკის წილის ზრდაზე.
 
შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, იქნები პასუხისმგებელი სხვადასხვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით და შეიტან წვლილს SME გადახდების განვითარებაში.
 
ვის ვეძებთ:
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს;
  • ხარ მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებული;
  • ფლობს კარგ ვერბალურ და წერით კომუნიკაციის უნარებს
 
 
რას გააკეთებ?
  • იქნები 7-8 კაციანი ეჯაილ გუნდის წევრი;
  • შეაგროვებ მომხმარებლების და პროექტის სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნებს, ჩაატარებ ინტერვიუებს, კვლევებს;
  • გააკონტროლებ სხვადასხვა გაყიდვის არხებს და იზრუნებ მათ ოპტიმიზაციაზე;
  • იზრუნებ ექვაირინგში ბაზარზე ბანკის წილის მაქსიმალურ ზრდაზე;
  • ჩართული იქნები პროდუქტების მაქსიმალური გაყიდვებისთვის სხვადასხვა კამპანიების შემუშავებაში;
  • ასევე პროდუქტულ გუნდებთან ერთად შექმნი და დააოპტიმიზირებ კლიენტზე მორგებულ სხვადასხვა საგადახდო პროდუქტებს;
  • და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას!
 
 
კარგი იქნება გქონდეს:
  • იურიდიულ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
  • ექვაირინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • საგადახდო საბარათე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი