ფილიალის დირექტორი - გორის სერვის-ცენტრი #2

ვაკანსიის კოდი VC7224
ადგილმდებარეობა გორი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 25.01.2022
კატეგორია გაყიდვები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი
სამუშაოს აღწერა
სამუშაოს აღწერა
 
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
 
თიბისის ბიზნესების მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
ფილიალის დირექტორის პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. 
 
შენ, როგორც ფილიალის დირექტორი : 
  • უზრუნველყოფ ფილიალის თანამშრომლების კოორდინირებულ და მოტივირებულ მუშაობას
  • უზრუნველყოფ ფილიალის გამართულ ფუნქციონირებას
  • მონაწილეობას მიიღებ ფილიალის გეგმის შემუშავებაში
  • აქტიურად ჩაერთვები დადგენილი ფინანსური პარამეტრებისა და გაყიდვების გეგმების შესრულებაში
  • იზრუნებ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე
  • დააორგანიზებ ფილიალის საქმიანობის შესახებ ყველა სახის ანგარიშგების მომზადება/წარდგენას
  • უზრუნველყოფ ფილიალის მომსახურების მაღალ ხარისხს
  • მუდმივად იზრუნებ თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე
  • დროულად და ადეკვატურად შეასრულებ უფლებამოსილი პირებისგან მიღებულ ბრძანებებს, განკარგულებებს და დავალებებს
  • გააკონტროლებ სადაზღვეო პროდუქტების გაყიდვებს და გაყიდვების გაზრდის მიზნით ჩასატარებელ ღონისძიებებს
  • უზრუნველყოფ სადაზღვეო პროდუქტებთან  დაკავშირებულ მონიტორინგს
 
 
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
  • გაქვს გუნდის მართვის/შეკვრის უნარი
  • ხარ გაყიდვებზე ორიენტირებული
  • მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
  • ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი 
  • გაქვს საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
  • გაქვს ლიდერობის უნარი
 
საჭირო კვალიფიკაცია:
  • საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაკრედიტების სფეროში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ეკონომიური განათლება.
 
 
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.
დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სსთიბისი ბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი