ეჯაილ მწვრთნელი

ვაკანსიის კოდი VC7227
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 22.01.2022
კატეგორია ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
ეჯაილ მწვრთნელი
 
 
მთავარი ამოცანა
უზრუნველყოს ეჯაილ ლიგებში, ცოდნის ცენტრებსა და გუნდებში ეჯაილ პრინციპების და წესების სწორი აღქმა და მათი დაცვა. დაეხმაროს სტრუქტურული ერთეულის ლიდერს გუნდებში ეჯაილის და სხვა საჭირო ტრენინგების ორგანიზებაში. მოახდინოს ეჯაილ პროცესების ფასილიტაცია.
 
მუშაობის მთავარი პრინციპები
  • დააკვირდეს გუნდების მუშაობას და უზრუნველყოს ეჯაილ პრინციპების დაცვა სწორი უკუკავშირით და რეტროსპექტიული განხილვების მოწყობით
  • გახადოს ეჯაილ მუშაობის პრინციპების დაცვა საერთო მიზნად
  • ხელი შეუწყოს გუნდებს ერთმანეთთან, ლიგის ლიდერთან და სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობას
  • ხელი შეუწყოს გუნდის წევრებს შორის ცოდნის გაზიარებას სხვადასხვა ინსტრუმენტების შეთავაზების გზით
  • პერიოდულად განიხილოს ეჯაილ პრობლემები, სამუშაო პროცესი ლიგის ლიდერთან და ცოდნის ცენტრის ლიდერთან და დაგეგმოს მათი გამოსწორება
  • დაეხმაროს გუნდის წევრებს ეჯაილ როლების სწორად გააზრებასა და შესრულებაში
  • ხელი შეუწყოს გუნდებსა და სტრუქტურულ ერთეულებს კვარტალური ამოცანების სწორად მართვის  პროცესის უზრუნველყოფაში
 
რისი გაკეთება არ შეიძლება
  • ამოცანების გადანაწილებაშ მონაწილეობის მიღება
  • თავისი როლის გუნდების ხელმძღვანელად წარმოჩენა
  • იერარქიულობის შემოტანა და თავის დამკვიდრებისთვის გამოყენება
  • როლის როგორც მაკონტროლებლის წარმოჩენა
 
რა უნდა ახასიათებდეს ეჯაილ მწვრთნელს:
  • ამოცანების შინაარსის სწორად ახსნა თავისი გუნდებისთვის
  • თავმდაბლობა და თავისი თავში ღრმა დარწმუნება
  • გამორჩეულად კარგი კომუნიკაციისა და მენტორინგის უნარები
  • კოლეგებზე ზრუნვა
  • პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა
  • შედეგზე ორიენტაცია
 
დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი