შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი აქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ მომხმარებელთან. თითოული ადამიანი, რომელიც ისმენს მომხმარებლის აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
შენ, როგორც პორტფელის მონიტორინგის მენეჯერი:
- დაუკავშირდები პრობლემურ მსესხებლებს ტელეფონის საშუალებით;
- აწარმოებ მოლაპარაკებას პრობლემურ მსესხებლებთან;
- შეათანხმებ და შეადგენ გადახდის გრაფიკს პრობლემურ მსესხებლებთან;
- სისტემურად გააკონტროლებ/გაუწევ მონიტორნიგს არსებულ პორტფელს.
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები
- ხარ აქტიური და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.