შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
მრჩეველის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.
შენ, როგორც მრჩეველი:
- გამოავლენ მომხმარებლის საჭიროებებს
- გახსნი ანგარიშებს და ანაბრებს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის
- შესთავაზებ დაარეგისტრირებ მომხმარებელს ტექნოლოგიურ პროდუქტებში
- უზრუნველყოფ სადაზღვეო პროდუქტების გაყიდვას
- მიიღებ მომხმარებლის განაცხადებს
- გაესაუბრები პოტენციურ მსესხებლებს
- გასაუბრების და შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეადგენ პროექტს
- გასცემ საკრედიტო პროდუქტებს
სასურველი კვალიფიკაცია:
- გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.