ექსპლოატაციის ჯგუფის უფროსი

ვაკანსიის კოდი VC9209
ადგილმდებარეობა ლოგისტიკის განყოფილება, სათავო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 30.06.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
ბიზნეს ამოცანა:
თიბისი ბანკის სათაო ოფისებისა და ფილიალების ინფრასტრუქტურის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაოების მხარდაჭერა ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების კუთხით;
  • ინოვაციური პროექტების შემუშავება ფილიალებში, სერვის ცენტრებსა და სათაო ოფისებში ტექნიკური ხასიათის საკითხების გაუმჯობესების მიზნით;
  • ახალი ფილიალების გახსნა/დახურვაში პროცედურის მიხედვით მონაწილეობის მიღება
  • Service Desk-ის მიხედვით მოთხოვნების სიზუსტისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
  • ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაო ოფისების შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მათ შორის, გარე ფასადის ვიზუალურ მდგომარეობაზე ზრუნვა (სარეკლამო აბრები და ა.შ.);
  • ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაო ოფისების ინტერიერისა და ექსტერიერის სისუფთავის მონიტორინგი/კონტროლი;
  • ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაო ოფისების ფრონტისა და ბექ ოფისების განათების მონიტორინგი/კონტროლი;
  • ფილიალების სუსტი დენების და ელ. ქსელების გამართულ მუშაობაზე მონიტორინგი/კონტროლი;
  • ფილიალებში, სერვის ცენტრებსა და სათაო ოფისებში კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგია, წყალი, გაზი) უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა.
  • ბანკის მასშტაბით შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დანერგვის და დაცვის ხელშეწყობა, ზედამხედველობა, მომსახურე კომპანიასთან კოორდინირებული მუშაობა;
  • ბიზნესის მიერ დავალებული არასტანდარტული პროექტების შესრულება
  • სატენდერო წინადადების დამუშავება, ანალიზი და შესყიდვების განყოფილებაში გადაგზავნა;
  • დაკვეთის ვადების კონტროლი;
  • ჯგუფის ინსტრუქცი(ებ)ის შესრულების კონტროლი, პერიოდული ანალიზი, განახლება.
 
საჭირო კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე მინ 2 წელი
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე კარგი ცოდნა
 
 ველოდებით  გამოხმაურებას თუ:
  • გაქვს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • ხარ კომუნიკაბელური, ყურადღებიანი და გუნდური;
  • ხარ ორგანიზებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.

 
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი