მონაცემთა კოორდინატორი (Data Coordinator)

ვაკანსიის კოდი VC9234
ადგილმდებარეობა მონაცემთა ანალიზის ექსპერტიზის ცენტრი, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 27.06.2022
კატეგორია ანალიტიკა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
ბიზნეს ამოცანა:
 
  • მონაცემთა მმართველობის (Data Governance) განხორციელებაში მხარდაჭერა და მონაწილეობა;
  • ჩართულ მხარეებთან მონაცემთა მმართველობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ტექნიკური ცოდნის ეფექტური გაზიარება;
  • მონაცემთა ხარისხის მართვის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა.
 
ძირითადი მოვალეობები:
 
 
  • დაეხმაროს ორგანიზაციულ მონაცემთა მმართველობას მონაცემების სხვადასხვა სტიუარდებთან და მფლობელებთან კოორდინაციაში;
  • შექმნას მონაცემთა და მონაცემთა ნაკადების რუკა,  კატალოგი ორგანიზაციულ დონეზე და უზრუნველყოს მათი განვრცობა და განვითარება სხვადასხვა ბიზნეს და ანალიტიკური ჯგუფების მიერ;
  • შექმნას მონაცემთა ხარისხის მოთხოვნები და უზრუნველყოს მათი შესრულება და კონტროლი;
  • ჩამოაყალიბოს ხარისხის კონტროლის საზომები, ქონდეს დროული და სწორი რეპორტინგი მონაცემთა ხარისხზე ორგანიზაციულ დონეზე;
  • მართოს ხარისხთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, დააესკალიროს, მოლაპარაკება აწარმოოს და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს მათ გადაჭრას;
  • ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს სხვადასხვა სტიუარდებს ხელსაწყოების დანერგვასა და ეფექტურად გამოყენებაში;
  • ჩამოაყალიბოს კომუნიკაციისა და ცოდნის ეფექტური გაზიარების პროცესი.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • მუშაობის გამოცდილება მონაცემთა მმართველობის, მონაცემთა ხარისხის მართვის,  ან მათთან დაკავშირებულ პოზიციაზე;
  • გამოცდილება მონაცემთა მართვასა და მათზე მანიპულაციაზე;
  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები, ბიზნეს მონაცემთა სტიუარდებთან უშუალო ურთიერთობისა და ცოდნის გაზიარებისთვის;
  • მონაცემთა მმართველობისა და მონაცემთა ხარისხის მართვის ხელსაწყოების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
 
პიროვნული თვისებები:
 
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი