უფროსი იურისტი

ვაკანსიის კოდი VC9249
ადგილმდებარეობა სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება,სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 28.06.2022
კატეგორია სამართალი
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც თიბისი ბანკის უფროსი იურისტი, იმუშავებ შემდეგ ამოცანებზე:
  • საბანკო და არასაბანკო ტრანზაქციებზე
  • ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის მასშტაბურ პროექტებზე;
  • კორპორატიული დოკუმენტების, ხელშეკრულებების, პროცედურების შემუშავებაზე;
  • თიბისი ბანკის სხვადასხვა მიმართულებებში წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების მართვაზე;
  • თიბისი ბანკში მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერაზე
  • ბანკის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე;
  • ბანკის მასშტაბით არსებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაზე.
 
 
 
შენი საქმიანობა იქნება:
  • უზრუნველყო თიბისი ბანკის ყოველდღიური იურიდიული მხარდაჭერა;
  • უზრუნველყო კორპორატიული დოკუმენტაციის შედგენა, განახლება, შესაბამისობა; ჯგუფის სტანდარტებსა და პროცედურებთან;
  • იმუშაო სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტზე;
  • ბანკის საჭიროებებიდან გამომდინარე ჩაერთო სხვა მიმდინარე სამართლებრივ საკითხებში;
  • მართო კომპლექსური პროექტები.
 
 
ველოდებით გამოხმაურებას თუ გაქვს:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • კორპორატიულ / ბიზნეს სამართალზე მუშაობის სულ მცირე 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება (სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის 2 (ორი) წლიანი გამოცდილება);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • დაუღალავი შრომის და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების მზაობა, ხარ ცნობისმოყვარე,  ინოვაციური,  ენერგიული, მოტივირებული და არ გაშინებს სირთულეებთან შეჭიდება.
 
  უპირატესობა მიენიჭება LL.M-ს ან საზღვარგარეთ მაგისტრის მქონე კანდიდატებს 
 
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998