სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი - Kids App

ვაკანსიის კოდი VC9265
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 29.06.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი
სამუშაოს აღწერა
რა შესაძლებლობას მოგცემს მოცემული ვაკანსია?

თიბისის  ციფრული ბანკი ანვითარებს ახალი აპლიკაციას და კრებს სრულად გუნდს, რომელიც ახალ ინიციატივას მოკიდებს ხელს.  როგორც ამ გუნდის Product Owner,  შენ შეძლებ  გუნდთან ერთად  იმუშაო სტარტაპულ გარემოში და შექმნა ნულიდან ახალი პროდუქტი. განავითარო საბანკო აპლიკაცია მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად, აკეთო მუდმივი იუზერ კვლევები, ტესტები, გაუშვა MVP, მიიღო უკუკავშირი, შემდეგ კი დახვეწო პროდუქტი.
გუნდის კაპიტნის როლი შესაძლებლობას მოგცემს მულტიფუნქციურ გუნდთან ერთად განსაზღვრო სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნები, მართო სტეიკჰოლდერების ჩართულობა პროდუქტის განვითარებასა და ბექლოგში. იყო მომხმარებლების პრობლემებისა და შესაძლებლობების აღმომჩენი და შესაბამისი პროცესებისა და პროდუქტების განმავითარებელი. 
 

ამ როლში შენ იქნები
  • მთავარი სტრატეგი და პროდუქტის მფლობელი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ახალი აპლიკაციის მუშაობასა და წარმატებაზე გუნდთან ერთად.
  • პასუხისმგებელი შეთავაზებული პროდუქტის ხარისხსა და მომხმარებლებზე საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე.
  • მომხმარებლებთან მოსაუბრე და მათი ტკივილების, ქცევებისა და ჩვევების მთარგმნელი ციფრულ გამოცდილებაში, რომელიც ამავდროულად რელევანტური იქნება ბანკის ბიზნეს მიზნებისთვის.
 
 
რა დაგჭირდება
  • 5 წელზე მეტი გამოცდილება პროდუქტის განვითარებასა, პროდუქტის ოუნერობაში (product ownership), ან კი სტარტაპის განვითარებაში
  • გამოცდილება აპლიკაციების განვითარებაში
  • დეტალებში ჩაძიების უნარი
  • გლობალურად ფიქრის უნარი
  • პროექტის მართვის გამოცდილება
  • ციფრული პროდუქტების და პლატფორმების აქტიური მოხმარება და მიმდინარე ტრენდებში გათვიცნობიერებულობა
  • მომხმარებლებისგან უკუავშირის მიღების გამოცდილება კვლევებისა და მონაცემთან ანალიტიკის დახმარებით
  • გუნდის წვერობა და გუნდის მოტივირება
  • ჰიბრიდულ და მუდამ ცვლად გარემოში ინტერესითა და თვითმოტივაციით მუშაობა
  • გუნდის ეჯაილ ცერემონიების წარმართვა
  • ყოველკვარტლური გეგმების შემუშავება და მათი რეპორტინგი
 
 
კარგი იქნება რომ გქონდეს გამოცდილება:
  • Design Sprint, Design Thinking მეთოდოლოგიებით მუშაობის გამოცდილება
  • Agile (Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • Jira
 
 
უნარები
  • თვითგანვითარების მიმართ ინტერესი
  • დამოუკიდებლობა
  • შედეგებზე ორიენტირებულობა
  • მეგობრულობა და ემფატიურობა
  • უკუკავშირის მიღების და გაცემის კულტურა
 
 
ვინ ვართ ჩვენ
თიბისი არის ტექ კომპანია, რომელიც ანვითარებს მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკს. ჩვენი მისიაა მომხმარებლების ცხოვრების გამარტივება და ამისთვის ხარისხიანი და მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებული ციფრული გამოცდილების შემუშავებ ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
 
ჩვენ ვმუშაობთ ჰიბრიდულად, გარკვეული დღეები ოფისიდან, გარკვეული დღეები კი დისტანციურად.
ჩვენ ვაფასებთ გუნდურობას, შედეგებზე ორიენტირებულობას, ინიციატივას და „მომხმარებლებით შეპყრობილობას“ 
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი