სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

ვაკანსიის კოდი VC9274
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 29.06.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი
სამუშაოს აღწერა
რა შესაძლებლობას მოგცემს მოცემული ვაკანსია?

როგორც გადახდების გუნდის კაპიტანი, შენ შეძლებ  გუნდთან ერთად განავითარო მომხმარებლებისთის ციფრული გამოცდილება კომუნალური გადახდების, სატრანსპორტი ჯარიმების და პარკირების საშვების, მობილური გადახდების და სხვა მსგავსი პროცესების.
გუნდის კაპიტნის როლი შესაძლებლობას მოგცემს მულტიფუნქციურ გუნდთან ერთად განსაზღვრო სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნები, მართო სტეიკჰოლდერების ჩართულობა პროდუქტის განვითარებასა და ბექლოგში. იყო მომხმარებლების პრობლემებისა და შესაძლებლობების აღმომჩენი და შესაბამისი პროცესებისა და პროდუქტების განმავითარებელი. 

ამ როლში შენ იქნები
  • მთავარი საკონტაქტო პირი საცალო ბიზნესისთვის, ვინც არასაკრედიტო საბანკო პროდუქტების გაციფრულების მიზნებს იზიარებს და მათ მისაღწევად მომხმარებლების ქცევისა და პრობლემების გათვალისწინებით, ციფრულ ბანკში შესაბამისი პროცესებისა და პროდუქტების დანერგვას უზრუნველყოფს
  • პასუხისმგებელი შეთავაზებული პროდუქტის ხარისხსა და მომხმარებლებზე საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე
რა დაგჭირდება
  • 5 წელზე მეტი გამოცდილება პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტის ოუნერობაში (product ownership)
  • გამოცდილება საბანკო პროდუქტების განვითარებაში
  • დეტალებში ჩაძიების უნარი
  • გლობალურად ფიქრის უნარი
  • პროექტის მართვის გამოცდილება
  • ციფრული პროდუქტების და პლატფორმების აქტიური მოხმარება და მიმდინარე ტრენდებში გათვიცნობიერებულობა
  • მომხმარებლებისგან უკუავშირის მიღების გამოცდილება კვლევებისა და მონაცემთან ანალიტიკის დახმარებით
  • გუნდის წვერობა და გუნდის მოტივირება
  • ჰიბრიდულ და მუდამ ცვლად გარემოში ინტერესითა და თვითმოტივაციით მუშაობა
  • გუნდის ეჯაი ცერემონიების წარმართვა
  • ყოველკვარტლური გეგმების შემუშავება და მათი რეპორტინგი
კარგი იქნება რომ გქონდეს გამოცდილება:
  • Design Sprint, Design Thinking მეთოდოლოგიებით მუშაობის გამოცდილება
  • Agile (Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • Jira
 
უნარები
 
  • თვითგანვითარების მიმართ ინტერესი
  • დამოუკიდებლობა
  • შედეგებზე ორიენტირებულობა
  • მეგობრულობა და ემფატიურობა
  • უკუკავშირის მიღების და გაცემის კულტურა
ვინ ვართ ჩვენ

თიბისი არის ტექ კომპანია, რომელიც ანვითარებს მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკს. ჩვენი მისიაა მომხმარებლების ცხოვრების გამარტივება და ამისთვის ხარისხიანი და მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებული ციფრული გამოცდილების შემუშავებ ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
 
ჩვენ ვმუშაობთ ჰიბრიდულად, გარკვეული დღეები ოფისიდან, გარკვეული დღეები კი დისტანციურად.
ჩვენ ვაფასებთ გუნდურობას, შედეგებზე ორიენტირებულობას, ინიციატივას და „მომხმარებლებით შეპყრობილობას“
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი