ოპერაციების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილებაში ვეძებთ ბექ ოფისის მენეჯერს. უზრუნველყონ სათანადო სერვისებით და პროდუქტებით მომხმარებლები. გაიგებ მომხმარებლების საჭიროებებს და უზრუნველყოფ მათ დროულ მიწოდებას.
შენ, როგორც ბექ ოფისის მენეჯერი :
- დაარეგისტრირებ ბანკის კლიენტებს და დაარედაქტირებ მათ მონაცემებს;
- ინტერნეტ ბანკში დაარეგისტრირებ ან გაუკეთებ დეაქტივაციას მომხმარებელს;
- დისტანციური არხებიდან და გაყიდვების განყოფილებიდან შემოსული კლიენტების განაცხადებებს დაარეგისტრირებ საბანკო პროდუქტებზე;
- დაუკავშირდები კლიენტებს და შეუთანხმებ ვიზიტის დროს ბარათების, პინ-კოდების, სატელეფონო კოდების მიწოდებისთვის, გააგზავნი და შეადგენ საბუთებს;
- დაარეგისტრირებ სთენდინგ ორდერის და ავტომატური კომუნალური გადარიცხვების მოდულებში დავალებებს ან/და შეიტან ცვლილებებს;
- დააავტორიზებ ფილიალიდან და ინტერნეტ ბანკის სისტემით კლიენტის მიერ შესრულებულ სავალუტო/სალარე გადარიცხვებს;
- ინტერნეტ ბანკის და ბანკის კლიენტის სისტემის ტექსტური შეტყობინებით კლიენტებთან განახორციელებ უკუკავშირს, შეასრულებ ან/და სწორად გადაამისამართებ ტრანზაქციას
- მიიღებ, დაარეგისტრირებ და დაამუშავებ ინკასო/ყადაღებს და სასამართლო ბრძანებებს;
- სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან საბანკო დოკუმენტების მოთხოვნისას არქივიდან გამოითხოვ/ამოიღებ საბუთებს;
- განიხილავ/დაამტკიცებ სავაჭრო ობიექტებში კლიენტების მხრიდან მოთხოვნილ განვადებების განაცხადებას;
- შეასრულებ ბანკის მიერ კლიენტებზე გაცემული სესხების ჩამოჭრას, უზრონველყოფის მოხსნას, დააკორექტირებ ჯარიმას, შეცვლი საკრედიტო ლიმიტებს;
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
- გაქვს გუნდურად მუშაობის და ანალიტიკური აზროვნების უნარები
საჭირო კვალიფიკაცია:
- Microsoft Office-ის ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.