ბიზნეს ბანკირი - რუსთავის ფილიალი

ვაკანსიის კოდი VC9303
ადგილმდებარეობა რუსთავი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 05.07.2022
კატეგორია გაყიდვები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
 
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
 
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
ბიზნეს ბანკირის პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. გარდა ამისა, პოზიცია ითვალისწინებს  პოტენციური მომხმარებლების მოძიებას, რაც ბაზრის კარგად ათვისების საშუალებას იძლევა.
 
შენ, როგორც ბიზნეს ბანკირი:
 
  • აღმოაჩენ და მოიზიდავ მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტებს;
  • შეასრულებ დაწესებულ გაყიდვების გეგმებს;
  • მართავ შენს პორტფელს;
  • ბანკის ნებისმიერ  პროდუქტთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევ პორტფელში არსებული კლიენტებს;
  • მიაწვდი კლიენტებს ინფორმაციის ბანკის ახალი პროდუქტებისა და სხვა სიახლეების შესახებ;
  • აკონტროლებ და მონიტორინგს გაუწევ პორტფელში არსებული კომპანიებს;
  • შექმნი სრულყოფილ მონაცემთა ბაზას;
  • იზრუნებ პორტფელში არსებული კლიენტების კმაყოფილებასა და ლოიალობის გაზრდაზე;
  • მოაგვარებ კლიენტების მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემებს.

 

 
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
 
  • ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
  • ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი 
  • მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
 
საჭირო კვალიფიკაცია:
  • იურიდიულ პირებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • Microsoft Office-ის ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
 
 
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.

 

 

დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი