მომხმარებლის გამოცდილების (CX) მართვის პარტნიორი

ვაკანსიის კოდი VC9305
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 05.07.2022
კატეგორია კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება, რისთვისაც აუცილებელია საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა. გუნდში ვეძებთ ადამიანს, ვისაც კარგად ესმის ბედნიერი მომხმარებლის მნიშვნელობა ბიზნესის განვითარებაში და მზად არის მთელი თავისი გამოცდილება, ენერგია და შემოქმედებითობა მოახმაროს მათზე ზრუნვას.  
 
ამ როლს თიბისიში CX პარტნიორი დავარქვით. ის ბრენდის გამოცდილების გუნდის ნაწილია, თუმცა ეჯაილ მოწყობაში, მიმაგრებულია ერთ-ერთ ბიზნეს ერთეულზე (ციფრული საბანკო სერვისები), და მას ეხმარება მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაში.  
 
 
რას გააკეთებ?
 
  • განსაზღვრავ და გაზომავ საუკეთესო ციფრული გამოცდილების მახასიათებლებს;
  • დააორგანიზებ მომხმარებლების კმაყოფილების კვლევებს, გააანალიზებ და შეიმუშავებ რეკომენდაციებს გუნდისთვის;
  • გამოავლენ ციფრულ სერვისებში არსებულ ხარვეზებს და გაუმჯობესების შესაძლებლობებს;
  • იმუშავებ Agile გუნდებთან მომხმარებლის გამოცდილების საკითხებზე;
  • მოამზადებ ანგარიშებს და პრეზენტაციებს მენეჯმენტთან განსახილველად;
  • იზრუნებ იმაზე, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პირველ რიგში მომხმარებლის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.
 
 
 
ეს როლი შეგეფერება, თუ:
 
  • ხარ ემპათიური;
  • თვლი, რომ ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის აუცილებელია მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • დაინტერესებული ხარ საუკეთესო ციფრული გამოცდილების შექმნით;
  • ხარ ენერგიული, მოტივირებული და გამბედავი;
  • გაქვს პროექტების დაგეგმვის და მართვის უნარი;
  • გაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და ანალიზის გამოცდილება;
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გიყვარს გუნდში მუშაობა და ხალხთან ურთიერთობა. შეგიძლია იმუშაო თვითორგანიზებულ, Agile გუნდებთან ერთად.
  • გაქვს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების კოორდინირების უნარი;
  • გაქვს მოლაპარაკების წარმოების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარები;
  • მუდმივად ეძებ და ეცნობი შენს სფეროში არსებულ სიახლეებს და საუკეთესო პრაქტიკებს;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ხარ შედეგებზე ორიენტირებული;
  • გაქვს დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი.
 
 
აუცილებელია გქონდეს:
 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრატურა - ბიზნესის მიმართულებით);
  • ციფრული სერვისის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • პროექტების მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
  • გაყიდვების, მარკეტინგის ან მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საბანკო მომსახურების სპეციფიკის ცოდნა;
  • ექსელის და სტატისტიკური ანალიზის ტექნიკების ფლობა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (advanced MS Excel, Power Point ან სხვა საპრეზენტაციო პროგრამები);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
 
 
დამატებითი ინფორმაცია
 
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი