მონაცემთა მეცნიერი - მოდელების რისკების მენეჯერი

ვაკანსიის კოდი VC9313
ადგილმდებარეობა მოდელების რისკების მართვის განყოფილება,სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 05.07.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
განათლება
ბაკალავრი
სამუშაოს აღწერა
სამუშაოს აღწერა
 
რას ვეძებთ?
 
თიბისი ბანკის მოდელების რისკების მართვის გუნდში ვეძებთ მოდელების რისკების მართვის მენეჯერს,           რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება თიბისი ჯგუფის ფარგლებში შექმნილი სტატისტიკური და   მანქანური სწავლების მოდელების რისკის დონის შეფასება და ვალიდაცია.
 
 
  რას გააკეთებ?
  • აღასრულებ თიბისი ჯგუფის მოდელების რისკების მართვის პოლიტიკასა და სტანდარტებს, რომელიც ფარავს მოდელის მთლიან სასიცოცხლო ციკლს და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან.
  • აღრიცხავ თიბისი ჯგუფის ფარგლებში არსებულ მოდელებს და შეაფასებ მათი რისკის დონეს.
  • დაავალიდირებ თიბისი ჯგუფის ფარგლებში განვითარებულ მოდელებს და გასცემ რეკომენდაციას მისი დანერგვის ან გამოყენებისგან თავის შეკავების შესახებ.
  • შექმნი მოდელების ვალიდაციის რეპორტებს.
  • უზრუნველყოფ თიბისი ჯგუფის ფარგლებში არსებული მოდელების გამოყენების პერიოდულ მონიტორინგსა და ტესტირებას.
  • ფოკუსირებული იქნები უწყვეტ განვითარებაზე და ჩამოაყალიბებ წინადადებებს, რომელიც ხელს შეუწყობს თიბისი ჯგუფში მოდელების რისკების მართვის პროცესის გაუმჯობესებას.
 
    აუცილებელია რომ გქონდეს
 
  • მინიმუმ ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი სტატისტიკის, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სტატისტიკური და მანქანური სწავლების მოდელებით რეალური ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტაში.
  • Python-ის და/ან R-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
  • გუნდური მუშაობის კულტურა.
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
 
    კარგი იქნება, რომ გქონდეს
 
  • ხეზე დაფუძნებული და ნეირონული ქსელების მანქანური სწავლების მოდელების აგების გამოცდილება.
  • მანქანური სწავლების პროექტის სასიცოცხლო ციკლისა და მისი კომპონენტების შესახებ საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა.
  • საკრედიტო სქორქარდის მოდელების აგების და/ან ვალიდაციის გამოცდილება.
  • ფასს 9-ის მოდელების აგების და/ან ვალიდაციის გამოცდილება.
  • თაღლითობის მოდელების აგების და/ან ვალიდაციის გამოცდილება.
  • ძირითადი საბანკო ბიზნეს პროცესების ცოდნა.
  • SQL-ის ცოდნა.
  • Power BI-ის ცოდნა.
 
დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი