შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
მოლარე-ოპერატორის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.
შენ, როგორც მოლარე-ოპერატორი უზრუნველყოფ :
- კლიენტის ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
- კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილი დამოკიდებულებას;
- ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოებას;
- ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირებას;
- უნაღდო კონვერტაციების წარმოებას;
- გადარიცხვების, მათ შორის სწრაფი გადარიცხვების ოპერაციების წარმოებას;
- სწრაფი გზავნილების განაღდებას;
- კლიენტისათვის განმარტებების მიცემას მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირებას;
- პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას;
- თიბისი ფეის ყოველდღიურ ინკასაციას, ზედმეტობა-დანაკლისის აღრიცხვა და გატარებას;
- სალაროს გახსნისა და დაკეტვის ჟურნალის აღრიცხვას, სეიფის დალუქვა-გაღებას;
- სალაროში აღმოჩენილი დანაკლისი-ზედმეტობის აქტების ფორმირებას და ფაილინგს.
- სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნას;
- სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფას;
სასურველი კვალიფიკაცია:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.