მომსახურების ობიექტების მონიტორინგის მენეჯერი (დროებითი)

ვაკანსიის კოდი VC9472
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 12.08.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე.
პოზიციის მიზანია: სამომხმარებლო გამოცდილების განყოფილებაში, მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალურობის ამაღლების მხარდაჭერა . 
 
 
ვის ვეძებთ:
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
  • თუ გაქვს  დამოუკიდებულად მუშაობის უნარი
  • თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

რას გააკეთებ?
  • მომსახურების ობიექტების მონიტორინგს თბილისის და რეგიონების მაშტაბით (ფილიალები, ფეი, ბანკომატი, POS, ქოლ-ცენტრი).
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროულ შესრულებას;
  • მონიტორინგის შედეგების დამუშავებას და ანალიზს.
  • შეფასებულებთან კომუნიკაციას და შედეგების გაზიარებას.
  • დაგევალება ბანკის მასშტაბით ფილიალებში მივლინება.
 
 
უნდა გქონდეს
  • უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი