რეგიონალური ტალანტების შერჩევის მენეჯერი - იმერეთი

ვაკანსიის კოდი VC9601
ადგილმდებარეობა იმერეთი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 09.08.2022
კატეგორია ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი დროებითი დასაქმება
სამუშაო გრაფიკი ინდივიდუალური გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
სამუშაოს აღწერა
 
თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდში ვეძებთ რეგიოლნალურ ტალანტების შერჩევის მენეჯერს.
 
თუ გადაწყვეტ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდე, შენ შეგეძლება იმუშაო ძალიან მეგობრულ და პროფესიონალ გუნდში, სადაც  პასუხისმგებელი იქნები მიმაგრებულ რეგიონზე სხვადასხვა საინტერესო ვაკანსიების სრული პროცესის მართვაზე  და შენი საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტან ბანკის განვითარებაში.
 
 
 
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
  • გაქვს კარგად გამოხატული კომუნიკაციის უნარი, რაც დაგეხმარება ეფექტურად წარმართო კომუნიკაცია როგორც შიდა თანამშრომლებთან, ასევე გარე კანდიდატებთან;
  • გამოწვევების გადალახვას განიხილავ როგორც განვითარების შესაძლებლობას  და ხარ მიზანდასახული;
  • გაქვს უნარი სიახლესა და ცვლილებაში დაინახო ახალი შესაძლებლობები;    
  • რთულ სიტუაციებში შეგწევს უნარი, სწრაფად მოაგროვო ინფორმაცია, მიიღო გადაწყვეტილება და/ან მოამზადო შესაბამისი პირისთვის სრული ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად.
  • ხარ პროაქტიული და არ ელოდები სხვის მითითებებს.
  • შეგიძლია დროის ეფექტური მართვა და პროცესის დაწესებულ ვადებზე მორგება;
  • გაინტერესებს ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათთან აქტიური კომუნიკაცია;
  • მეგობრობ ტექნოლოგიურ ცვლილებებთან;
 
 
რას გააკეთებ?
  • თანამშრომელთა აყვანის საჭიროებების დადგენის მიზნით ბანკის სხვადასხვა მიმართულებებთან პროაქტიული კომუნიკაცია;
  • ვაკანტურ პოზიციებზე კვალიფიკაციის, გამოცდილების, შესასრულებელი საქმიანობის დეტალების და პროფესიული უნარ - ჩვევების მოთხოვნების ჩამოყალიბება დამკვეთ მენეჯერთან ერთად;
  • პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზება/მონიტორინგი;
  • შერჩევის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, ვაკანტური პოზიციების შევსება შეთანხმებულ ვადებში;
  • გასაუბრების პროცესის დაგეგმვა/განხორციელება;
  • უნივერსიტეტებთან/კარიერულ ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა, მუდმივად განახლებული ინფორმაცია საკონტაქტპ პირების შესახებ;
  • Job Fair-ებში აქტიური მონაწილეობა;
  • HR-ის სხვადასხვა მიმართულების აქტივობებში და პროექტებში მონაწილეობის მიღება წინასწარ შეთანხმებული როლის და პასუხისმგებლობის შესაბამისად;
  • შერჩევებთან დაკავშირებული მონაცემების სწორი და დროული აღრიცხვა, რეპორტინგის და შესაბამისი ანალიტიკის მომზადება;
  • შერჩევის პროცესის სისტემაში (ATS) აღრიცხვა და მართვა;
 
აუცილებელია გქონდეს:
 
  • უმაღლესი განათლება  - სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
  • სასურველია შერჩევის კუთხით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მათ შორის Headhunting ის მიმართულებით;      
  • Microsoft Office პროგრამების: Word, Excel, Power Point მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • ბანკო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი