შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
შენ, როგორც მოლარე-ოპერატორი/ ლომბარდის შემფასებელი, უზრუნველყოფ :
- კლიენტის ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
- კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას;
- კლიენტთან გასაუბრებას, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობას;
- უზრუნველყოფის შეფასებას;
- ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმებას;
- მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემას;
- კრედიტის გაცემა-გაფორმებას შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
- სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობი სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნებას;
- ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვას.
- სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდებას
- კონვერტაციებს
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.