iOS დეველოპერი

ვაკანსიის კოდი VC9630
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 14.08.2022
კატეგორია ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
თიბისი ბანკში, მობაილ ბანკის დეველოპმენტის ეჯაილ გუნდში ვეძებთ iOS დეველოპერს.
 
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და ავითარებს მობაილ ბანკის აპლიკაციას, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და იმავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.
 
ვის ვეძებთ:
· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
· გაქვს Swift დაპროგრამების ენის კარგი ცოდნა და გამოცდილება;
· გაქვს ბიზნეს პროექტებში iOS დეველოპერად მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება;
· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
 
რას გააკეთებ?
· ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC);
· მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში;
· გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას.
 
კარგი იქნება რომ გქონდეს:
· Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა;
· UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება;
· ასინქრონული პროგრამირების გამოცდილება;
· Unit ტესტების წერის გამოცდილება;
· Objective-C-ს ცოდნა.
 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ მეილზე - techvacancy@tbcbank.com.ge
ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
 
 
კომპენსაცია
(დარიცხული)