ეჯაილ გუნდში ვეძებთ სისტემის ანალიტიკოსს.
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,
გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
ვის ვეძებთ:
-
თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
-
გიყვარს სისტემების დიზაინი და მათი არქიტექტურის ანალიზი;
-
გაქვს სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის, პროგრამისტის ან DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
-
გაქვს სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილება, UML და ERD დაიგრამებით;
-
გაქვს მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
-
გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
-
არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
-
შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
რას გააკეთებ?
-
ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;
-
დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;
-
გაანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს;
-
შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას ან მოახდენ არსებულის ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
-
გააკეთებ ინტეგრაციების პროცესების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
-
მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს;
-
ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას;
-
იმუშავებ სისტემის შექმნასა და განვითარებაზე ადგილობრივ და უცხოელ ვენდორებთან ერთად;
-
მონაწილეობას მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესების აწყობაში;
-
მონაწილეობას მიიღებ სისტემის ვერსიების მართვასა და დანერგვებში.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
-
სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain-driven Design (DDD) და სხვ.