ექსპლოატაციის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი VC9676
ადგილმდებარეობა ლოგისტიკის განყოფილება, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 17.08.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
უნარები
  • კომუნიკაბელური; ორგანიზებული; გადაწყვეტილების მიღების უნარი; დეტალებზე ორიენტირებული; პრეზენტაბელურობა ;გუნდური მუშაობის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მენეჯერულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება                                        უპირატესობად;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
სამუშაოს აღწერა
ბიზნეს ამოცანა:
  • ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაოების მხარდაჭერა ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების კუთხით;
  • ბანკის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა/შენარჩუნების ხარჯების ოპტიმიზაცია და კონტროლი
  • ინოვაციური პროექტების შემუშავება ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების არსებული გზების გაუმჯობესების მიზნით.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • სერვის-ცენტრებში და საოფისე ფართებში დაფიქსირებულ ტექნიკურ პრობლემებზე ინფორმაციის დროულად მიღება და მათი მოგვარების უზრუნველყოფა
  • ბანკის კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების/სამუშაოების დროულად და ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი
  • დაფიქსირებული ინფორმაციის სათანადო ფორმით დამუშავება, ანალიზი და რაპორტინგი.
  • ინოვაციურ პროექტების შემუშავება ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარების არსებული გზების გაუმჯობესების მიზნით;
  • ახალი სერვის-ცენტრების და საოფისე ფართების გახსნა/დახურვაში  მონაწილეობის მიღება
  • ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაო ოფისების შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე, მათ შორის, გარე ფასადის ვიზუალურ მდგომარეობასა და ინტერიარზე ზრუნვა (სარეკლამო აბრები და ა.შ.);
  • სერვისცენტრების და საოფისე ფართების პერიოდული მონიტორინგი ამ ობიექტებზე ტექნიკური ხასიათის პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით;
  • სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების  დაკვეთით განხორციელებული სხვადასხვა მომსახურეობის კონტროლი და პერიოდული ინსპექტირება
დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი