მონიტორინგის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი VC9677
ადგილმდებარეობა სათაო,ლოგისტიკის განყოფილება
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 17.08.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
განათლება
ბაკალავრი
უნარები
  • თავაზიანი
  • კომუნიკაბელური
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გუნდურობა
  • დეტალებზე ფოკუსირება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
დამატებითი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, MS Outlook.
სამუშაოს აღწერა
  • სერვისცენტრების და საოფისე ფართების პერიოდული მონიტორინგი ამ ობიექტებზე ტექნიკური ხასიათის პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით;
  •  სერვის-ცენტრებში და საოფისე ფართებში დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების დროული გადაცემა ბანკის შესაბამისი ჯგუფებისთვის:
  •  სერვის-ცენტრების და საოფისე ფართების ტერიტორიაზე დასუფთავების ხარისხის მონიტორინგი;
  • ახალი სერვის-ცენტრების და საოფისე ფართების გახსნა/დახურვაში შესაბამისი მონაწილეობის მიღება და დაკისრებული სამშაოების შესრულება;
  • ბანკის კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების/სამუშაოების დროულად და ჯეროვნად შესრულების მონიტორინგი:
  • ლოგისტიკის განყოფილების  დაკვეთით განხორციელებული სხვადასხვა მომსახურეობის კონტროლი და პერიოდული ინსპექტირება;
  • ლოტისტიკის განყოფილების ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა  დავალების შესრულება;
  • დაფიქსირებული ინფორმაციის სათანადო ფორმით დამუშავება, ანალიზი და რაპორტინგი.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი