ინჟინერი

ვაკანსიის კოდი VC9678
ადგილმდებარეობა ლოგისტიკის განყოფილება, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 17.08.2022
კატეგორია ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
ბიზნეს ამოცანა:
 
ბანკის ქსელის (ახალი და არსებული ფილიალების, საოფისე და სასაწყობე შენობა-ნაგებობების) განვითარება, მიმდინარე და კონცეფტუალური სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვა წარმოება ტექნიკური, გადაწყვეტილებების მიღება და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, სამშენებლო პროცესის წარმოება, მონიტორინგი.
 
 
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
 
  • ტექნიკური დავალების მიღება ჯგუფის უფროსისგან და ქვემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა საკითხის და დეტალის მასთან შეთანხმება, კერძოდ:
  • არსებული ფილიალების გადაკეთება რემონტი;
  • ბანკის მასშტაბით სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვა;
  • სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების გამოთვლა;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვების განყოფილებაზე გადაცემა;
  • ტენდერის შედეგების გადამოწმება (ექსელის ცხრილების შემოწმება ფორმულებზე, მასალების და სამუშაოების ფასების გადამოწმება რეალურ საბაზრო ფასებთან);
  • საინჟინრო შეფასების მომზადება
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სამუშაოები დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების თარიღების დაგეგმვა;
  • საწყობიდან მასალების მიწოდების დაგეგმვა;
  • ბანკის ექსპლოატაციის ჯგუფთან კოორდინაციული მუშაობა;
  • უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაცია სამუშაოების წარმოებაზე;
  • ბანკის IT სამსახურთან კოორდინაციული მუშაობა ;
  • ავეჯის მწარმოებელთან ობიექტზე შესვლის ვადების კოორდინაცია ;
  • სამუშაოთა დაგეგმილი ვადების კონტროლი;
  • სამშენებლო-სარემონტო პროცესის მონიტორინგი;
  • კომპანიის მხრიდან ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტების (ფორმა #2) შემოწმება როგორც შუალედური ასევე საბოლოო, შესრულებული სამუშაოების რეალური მოცულობების გადათვლა;
  • პრექტების, ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების  ფაილინგი (ელექტრონული);
  • დასრულებული ობიექტების გადაბარება ექსპლუატაციის ჯგუფზე (კერძოდ ადგილზე ექსპლოატაციის მენეჯერთან ერთად ვიზიტი, ტექნიკური საკითხების და საერთო ვიზუალური  სიტუაციის მონიტორინგი)
  • ახალი ფილიალების გახსნა (სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოები):
  • პროექტის არქიტექტორთან კოორდინაციაში ყველა საპროექტო ნაწილის (არქიტექტურა, ელექტროობა, ვენტილაცია, გათბობა, გაგრილება,) ერთმანეთთან თავსებადობაში მოყვანა;
  • მომზადებული საპროექტო მონაცემების წინასწარი განხილვა პროექტანტებთან;
  • ანგარიშსწორებაზე წარდგენა;
  • საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გადაცემა თელასზე, დასუფთავების სამსახურზე, წყალ-კანალზე, ყაზტრანსგაზზე, შესაბამისი კომუნიკაციების შესყიდვისა და აბონენტად დარეგისტრირებისათვის;
  • საჭიროების შემთხვევაში ბანკის სხვა სამსახურების მიერ დაგეგმილ ტექნიკური ხასიათის პროექტებში ჩართულობა.
  • თანამშრომელმა მოვალეობები უნდა შეასრულოს ბანკში დადგენილი სტანდარტების, ინსტრუქციებისა და პროცედურების თანახმად;
 
პროფესიული უნარ ჩვევები:
  • შედეგებზე ორიენტაცია;
  • შიდა კლიენტებზე ფოკუსირება;
  • კოლეგების განვითარებაზე ზრუნვა;
  • ცვლილებებთან მიმართ დამოკიდებულება;
  • თანამშრომლობა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: ინჟინერი  
  • საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონე: Archicad, Autocad.
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
კომპენსაცია
(დარიცხული)
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი