ფინანსური ანალიტიკოსი

ვაკანსიის კოდი VC9682
ადგილმდებარეობა ფინანსური დაგეგმვის და ანალიზის განყოფილება, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 17.08.2022
კატეგორია ფინანსები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
ფინანსური დაგეგმვის და ანალიზის გუნდში ვეძებთ  ფინანსურ ანალიტიკოსს.

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს საინტერესო და  ბანკისთვის მნიშვნელოვან ამოცანებზე, გექნება სრული მხარდაჭერა, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები:
 
ვის ვეძებთ:
  • გაქვს მონაცემთა დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა;
  • არ გეშინია გამოწვევების და გაქვს პრობლემებთან მარტივად განმკლავების უნარი;
  • გაქვს ბიზნესის მართვის ან ფინანსებისა  მიმართულებით განათლება (CFA ჩაითვლება უპირატესობად);
  • გაქვს ღრმა ანალიტიკური და მატემატიკური აზროვნების უნარი;           
 
რას  გააკეთებ?
  • ჩართული იქნები, ბიუჯეტირების, ფინანსური შედეგების და  პროგნოზების მომზადების ნაწილში;
  • იმუშავებ ბიზნეს ინსტრუმენტების და რეგულარული რეპორტების დამუშავებაზე;
  • სტრატეგიული ინიციატივების მხარდასაჭერად, ჩაერთვები ფინანსური მოდელებისა და მათი ანალიზის საკითხებში;
  • სხვადასხვა განყოფილებებსა და დეპარტამენტებს წარუდგენ ყოველთვიურ და ყოველკვარტლურ ფინანსურ რეპორტს;
  • მონაცემთა ანალიზის ნაწილში,მხარდაჭერას გაუწევ მენეჯმენტსა და დეპარტამენტის უფროსებს.
  • მონიტორინგს გაუწევს KPIs-ს და გამოავლენ  მოულოდნელი მიზეზით გამოწვეულ შედეგებს;
 
კარგი იქნება გქონდეს/იცოდე:
  • SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
  • Power BI - ში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი