სამუშაოს აღწერა
შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკურ წერტილებს განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
შენ, როგორც ავტო განვადების მენეჯერი :
- უზრუნველყოფ პოტენციურ ან არსებულ კლიენტებთან ეფექტურ, თავაზიან და კეთილგანწყობილ კომუნიკაციას;
- მოიზიდავ ახალ კლიენტებს;
- შეასრულებ დადგენილ გეგმებს და მიაღწევ დასახულ მიზნებს
- მომხმარებელს გაუწევ ხარისხიან მომსახურებას და კვალიფიციურ კონსულტირებას;
- უზრუნველყოფ სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვას;
- მიიღებ/დაარეგისტრირებ/ხელშეკრულებას გააფორმებ ფიზიკური პირებისთვის ავტო სესხებზე;
- პოტენციურ მსესხებელთან გასაუბრების და შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ავტო სესხის პროექტს შეადგენ და საკრედიტო კომიტეტთან წარადგენ;
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები
- ხარ აქტიური, მიზანდასახული და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია
- გაქვს სესხების დამუშავება/დამტკიცების გამოცდილება;
- LOS - ში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.