დაბეჭდვა

მონაცემთა მეცნიერი

ვაკანსიის კოდი ........... VC3810
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ............... სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა ......... 21.08.2019
კატეგორია .................. სხვა
დასაქმების ტიპი ......... სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ......... სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე .... სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება  წელი
 
განათლება
ხარისხი: 
 
ენები
 
უნარები
  • სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა
  • დეტალებისადმი ყურადღება
  • ანალიტიკური აზროვნება
დამატებითი მოთხოვნები
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრი (მაგისტრი/დოქტორი)  სტატისტიკაში, მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებსა,  ან სხვა ტექნიკურ დარგში;
  • სტატისტიკური/მანქანური დასწავლის მეთოდების საბაზისო ცოდნა;
  • ერთწლიანი (და მეტი) სამუშაო გამოცდილება სტატისტიკურ/მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა

მონაცემთა მეცნიერის ძირითადი მოვალეობა იქნება კონკრეტული ბიზნეს ამოცანების შესასრულებლად ანალიტიკური გადაწყვეტების შემუშავება სტატისტიკური მოდელირებისა და მანქანური დასწავლის მეთოდების გამოყენებით.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე სრული ანალიტიკური გადაწყვეტების შემუშავება;
  • ხშირი კონტაქტი ბიზნესთან ამოცანების განსაზღვრისა და გადაწყვეტის შემუშავების ეტაპებზე;
  • ხშირი კონტაქტი მონაცემთა ინჟინრებთან მოდელირებისთვის საჭირო მონაცემების დაკვეთისთვის;
  • სტატისტიკური/მანქანური დასწავლის მოდელების აგება, დანერგვაში მონაწილეობა და შედეგების მონიტორინგი;
  • პროგრამისტებთან თანამშრომლობა ანალიტიკური სისტემების დასანერგად;
 

დამატებითი ინფორმაცია

გუნდის შესახებ
თიბისის ბანკის მონაცემთა მართვისა და მოდელირების ჯგუფი კლიენტების შესახებ ბანკში არსებული მონაცემებით ქმნის კლიენტების სეგმენტაციისა და მათი ქცევის პროგნოზირების მოდელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესთან ამ მოდელების ბიზნეს-პროცესებში დასანერგად. ჯგუფის მიზანია, ბანკმა შეძლოს თითოეული კლიენტისთვის უკეთესი, მათზე პერსონალურად მორგებული საბანკო მომსახურების შეთავაზება.