დაბეჭდვა

მონაცემთა ბაზის დეველოპერი

ვაკანსიის კოდი ........... VC4697
ადგილმდებარეობა ........ სათაო, საკრედიტო ბიზნესის განვითარების ლიგა
ორგანიზაცია ............... სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა ......... 07.07.2020
კატეგორია .................. ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი ......... სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ......... სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე .... სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა

 
ეჯაილ გუნდში ვეძებთ მონაცემთა ბაზის დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,
გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
 
ვის ვეძებთ:
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
  • გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
  • გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server ან Oracle);
  • გაქვს ტრანზაქციული და ანალიტიკური მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების პროექტირების და შექმნის გამოცდილება;
  • გაქვს ETL პროცესების და პაკეტების აწყობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SSIS);
  • გაქვს C#, Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
 
რას გააკეთებ?
  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
  • მონაწილეობას მიიღებ ტრანზაქციული და ანალიტიკური მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების პროექტირებაში და შექმნაში;
  • განავითარებ ახალ და არსებულ მონაცემთა ბაზებს, ETL პროცესებს და პაკეტებს;
  • მონაწილეობას მიიღებ პროცესების და აპლიკაციის გამართულად მუშაობასა და ხარისხის უზრუნველყოფაში;
  • მხარს დაუჭერ პროგრამული ცვლილებების ტესტირებას;
  • მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპებისა და მიდგომების განვითარებაში.
 

დამატებითი ინფორმაცია

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.