დაბეჭდვა

სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი - საგადახდო სისტემებთან ანაგრიშსწორების გუნდი

ვაკანსიის კოდი ........... VC5235
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ............... სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა ......... 26.01.2021
კატეგორია .................. ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი ......... სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ......... სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე .... სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა

გადახდების განვითარების ლიგაში, საგადახდო სისტემებთან ანგარიშსწორების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს/გუნდის კაპიტანს. საბარათე ტრანზაქციები/ავტორიზაციები, ელექტრონული კომერცია, Apple Pay, საგადახდო სისტემები (ვიზა, მასტერქარდი) თიბისი-ში ეს ყველაფერი გადახდების ლიგის საზრუნავია. საგადახდო სისტემებთან ანგარიშსწორების გუნდი კი ამ ბიზნესისთვის მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს და მარტივს გახდის. ამასთანავე საინტერესო იქნება თიბისისთვის, გაზრდის ბიზნესის მომგებიანობას, შემაცირერება არსებულ რისკებს.
შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, იქნები პასუხისმგებელი სხვადასხვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით (Kanban) და შეიტან წვლილს გადახდების ბიზნესის განვითარებაში.
 
ვის ვეძებთ:
 
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე არსებულ პრობლემებს;
  • ხარ მომხმარებელზე და მის პრობლემებზე ორიენტირებული;
  • ფლობს კარგ ვერბალურ და წერით კომუნიკაციის უნარებს როგორც ინგლისურად ასევე რუსულად;
 
რას გააკეთებ?
 
  • იქნები 5-6 კაციანი ეჯაილ გუნდის წევრი;
  • შეაგროვებ მომხმარებლების და პროექტის სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნებს, ჩაატარებ ინტერვიუებს, კვლევებს;
  • შექმნი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფუნქციონალურ და ტექნიკურ დოკუმენტაციას;
  • იზრუნებ დასახული მიზნების მიღწევაზე;
  • გააუმჯობესებ და გაამარტივებ არსებული პროცესების, შექმნი გაუმჯობესიებისთვის საჭირო დოკუმენტაციას;
  • უზრუნველყოფ შეიდა პროცესების და პროცედურების შესაბამისობას რეგულატორის მოთხოვნებთან;
  • მონაწილეობას მიიღებ როგორც სამუშაოების დაგეგმვის, პროდუქტების დიზაინის, დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში;
  • და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას.
 
აუცილებელია გქონდეს:
 
  • მსხვილ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • მონაწილეობის გამოცდილება გუნდის სტრატეგიის განსაზღვრაში;
 
კარგი იქნება რომ გქონდეს:
 
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • Agile (Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
  • საგადახდო საბარათე სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გამოცდილება პროგრამული პროდუქტის შექმნა-განვითარებაში;
  • ფინანსურ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)